20:57 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 13:31:19, 686 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო - კაბალაში მომხდარ ფაქტზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გუშინ ღამით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მომხდარი ფაქტის გამო შეშფოთებულია.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, მომხდარის მიზეზებს შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება.

„თავდაცვის სამინისტრო დაზარალებულის ოჯახს სრულად აუნაზღაურებს სსსტც “დელტას“ მიერ მიყენებულ ზარალს“,- აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, გუშინ, „დელტას“ მიერ სეტყვასაშიში ღრუბლების აქტიური დამუშავების პროცესში ერთ-ერთი ჭურვი ადგილობრივი მოსახლის სახლს დაეცა. დამწვარია სახლის სახურავი და გაბზარულია კედლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics