20:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-28 17:32:21, 546 ნახვა

სამართალი
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 8 ოქტომბერს დაიწყება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მცხეთის სასამართლოში 8 ოქტომბერს დაიწყება.

საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს აქვს მყარი მტკიცებულებები, რომლებიც შაქარაშვილის მკვლელობის ნაწილში ხუთივე ბრალდებულის მონაწილეობაზე მიუთითებს.

„რა არის პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება ეს უნდა შეაფასოს სასამართლომ არსებითი განხილვის მიმდინარეობის დროს. ჩვენ ვთვლით, რომ გვაქვს ის მყარი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს ხუთივე ბრალდებულის მონაწილეობაში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ნაწილში. რაც შეეხება უშუალოდ იმ მტკიცებულებებს, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე, ის რომ უშუალოდ მკვლელობის ვიდეო ჩანაწერი  არ არის საქმეში და იქ კამერით არ მიმდინარეობდა გადაღება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს მტკიცებულება და არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ ჩაუდენიათ განზრახ მკვლელობა“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics