|
2020-09-23 21:07:22, 1779 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაიას - ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში Covid 19-ით ინფიცირებული პაციენტების 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში Covid 19-ით ინფიცირებული 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, კლინიკაში 141 პაციენტიდან 9-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. "საერთოდ სამომავლოდ განიხილება, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს Covid 19-ის ძირითადი მიმღები მძიმე და კრიტიკულ პაციენტებთან მიმართებაში. ეს საქმე თითქმის ამ გზაზე დგას. დღეს, 141 პაციენტი გახდეს, მათგან 80%-ზე მეტი პაციენტების მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა. აქედან კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის 9. ექიმებთან გვქონდა შეხვედრა, მიიღეს ჩემგან მითითებები პაციენტების მართვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ჩვენ ვხვეწავთ როგორ მოხდეს ტრიაჟის გაუმჯობესება, ეს არ არის ხარვეზი. საწოლფონდი არის, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება დინამიკა და უნდა ვიყოთ მზად, რომ თუ კიდევ მომეტებული იქნება პაციენტების რაოდენობა, საწოლფონდი იყოს საკმარისი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)