|
2020-09-22 11:19:37, 1268 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ენდელაძე - კორონავირუსით გარდაცვლილი ორივე პაციენტი კრიტიკულად მძიმე იყო, მათ ჰქონდათ თანმხლები დაავადებები
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. მისი თქმით, ერთი მათგანი 67 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ხოლო მეორე ქუთაისის კლინიკაში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში გადმოიყვანეს. „67 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. იყო კრიტიკულ მფგომარეობაში, ჰქონდა სხვადასხვა თანმხლები დაავადებები, ესენია: არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული მოციმციმე არითმია და შესაბამისად, ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. მეორე გარდაცვლილი პაციენტი გახლავთ ქუთაისში, რომელიც გადმოყვანილი იქნა 20 სექტემბერს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან უკიდურესად მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაში. ამ პაციენტსაც ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები. ეს გახლავთ ასევე შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, თავის ტვინის ქერქის ატროფია, ორმხრივი მწვავე პნევმონია, გულის იშემიური დაავადება და შესაბამისად, ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანაც ვერ მოხერხდა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)