|
2020-09-21 14:13:51, 1849 ნახვა
ომი უკრაინაში
შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა და Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შსს-მ განუცხადა. მათი ინფორმაციით, ინფიცირებულებიდან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა: 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში; 3 შემთხვევა კი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში; კორონავირუსის 1 ფაქტი დადასტურდა ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც; 1 შემთხვევა გამოვლინდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში; 1 შემთხვევა დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში; 2 შემთხვევა დადასტურდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში. ასევე, კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში - დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომელს სამეგრელოში. შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩაუტარდა. ცამეტივე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)