08:04 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 15:39:41, 757 ნახვა

კომენტარი
დაჭრილი მორაგბე - ადამიანებმა, რომლებიც ბოლო 10 წელია მართავენ კავშირს, რაგბი კრიზისამდე მიიყვანეს

„ადამიანებმა, რომლებიც ბოლო 10 წელია მართავენ  კავშირს , რაგბი კრიზისამდე მიიყვანეს“, - ამის შესახებ განცხადებას რამაზ ხარაზიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ის და კიდევ სხვა მისი გუნდელები სიმართლის მხარეზე არიან ყველანაირი უსამართლობის წინააღმდეგ.

„ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას  და გამგეობის თავმჯდომარეს ჰქონდათ დაძაბული საუბარი, რა დროსაც დამიძახა,  დამისვა სხვადასხვა პროვოკაციული კითხვა , იყო აგრესიული და როდესაც ჩემგან მიიღო ადეკვატური პასუხები და კონტრკითხვაზე პასუხი ვეღარ გამცა , ამოიღო იარაღი და მესროლა 2 ჯერ.

რაგბის სამყაროში დაპირისპირება არსებობს და  ეს გუშინდელმა ფაქტმაც დაამტკიცა, ადამიანებმა, რომლებიც ბოლო 10 წელია მართავენ  კავშირს , რაგბი ჩაძირეს და კრიზისამდე მიიყვანეს . ესეც არ აკმარეს  და ეხლა ჩირქს ცხებენ გუშინდელის მსგავსი ქმედებებით და ხალხის თვალში უკარგავენ  ყველანაირ პატივისცემას.

მე მორაგბე ვარ ჩემი ადგილი მოედანზეა, ამიტომ ყველანაირ პოლიტიკურ განცხადებებს ვემიჯნები“, - წერს ხარაზიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics