|
2020-09-17 12:00:02, 5509 ნახვა
კულტურა
ქეთი მელუას ბათუმში გადაღებული კლიპი „Your Longing is Gone“ უკვე ონლაინშია
ქეთი მელუას ბათუმში გადაღებული ვიდეოკლიპის „Your Longing is Gone” ნახვა უკვე შესაძლებელია. პოპულარულმა მომღერალმა ახალი ვიდეორგოლი თავის ოფიციალურ youtube არხზე გუშინ განათავსა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სპეციალური პოსტით მომღერალმა მადლობა გადაუხადა კლიპის გადაღებაში ჩართულ ყველა ადამიანს, მათ შორის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გუნდს. “ვიდეო სიმღერისთვის „Your Longing is Gone” უკვე განთავსებულია ჩემს Youtube არხზე. ამ ვიდეოს გადაღება ჩემთვის ნამდვილად ჯადოსნური გამოცდილება იყო. საკმარისად იღბლიანი აღმოვჩნდი იმისათვის, რომ გასულ თვეს დავბრუნებულიყავი ჩემს სახლში ბათუმში, საქართველოში და მემუშავა შეუდარებელ, შემოქმედებით ხალხთან. ვიდეოს რეჟისორია ფოტოგრაფი მარიამ სიჭინავა, რომლის ნამუშევრები მის ინსტაგრამ გვერდზე აღმოვაჩინე. ძალიან გამიხარდა, როცა მან მიიღო ჩემი მოწვევა, ეს ვიდეო ჩემთან ერთად შეექმნა. ყველა ეს ულამაზესი კოსტიუმი/სამოსი შექმნილია დიზაინერ თაკო მექვაბიძის მიერ, რომელიც (დაიჯერებთ თუ არა!) დადიოდა ჩემთან ერთად ბაღში, ბათუმში. ამდენი წლის შემდეგ, ცხოვრებაში ხელახლა ერთმანეთთან დაკავშირება და ერთად მუშაობის შესაძლებლონა განსაკუთრებული რამეა. მონტაჟის სამუშაოები შესრულებულია შეუდარებელი ჩარლი ლაითენინგის მიერ, რომელმაც გადაიღო პირველი ორი ვიდეო მერვე ალბომიდან. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშვენიერ თანამონაწილეს თაკო მაკკაგანს, და ყველას Visit Batumi - დან , ვინც პრაქტიკულად, ‘შეძრა მთები’ , რომ ეს გადაღება მომხდარიყო. ეს განსაკუთრებული ადგილებია, ბოტანიკური ბაღი, ბულვარი, ქედა აჭარის მაღალმთიანეთში... მადლობა“ ნათქვამია ქეთი მელუას პოსტში. ულამაზესი ვიდეოკლიპის გადაღებები ბათუმში მიმდინარე წლის აგვისტოში მიმდინარეობდა, სადაც ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბულვარი, სარფის, ციხისძირის სანაპირო ზოლი და სოფელი მერისი მოხვდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის ბუნების მრავალფეროვნებას, მთისა და ზღვის ერთობლიობას მსოფლიო მასშტაბით მომღერლის მილიონობით თაყვანისმცემელი ახალი ვიდეორგოლით ეცნობა. გადაღებებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილების შერჩევასა და პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. ვიდეორგოლის რეჟისორი მარიამ სიჭინავა, ოპერატორი კი ალექს ომიაძეა. მომღერლის ჩაცმულობაზე ბათუმელი დიზაინერი თაკო მექვაბიძე ზრუნავდა, რომელმაც თითოეული სამოსი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნა. ვიდეორგოლი - shorturl.at/rBHW1.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)