20:15 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 16:07:45, 1235 ნახვა

ეკონომიკა
ოზურგეთში ჩაის შესაფუთი ქარხანა გაიხსნა

ოზურგეთში თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე „გეოპლანტის“ ჩაის შესაფუთი საწარმო გაიხსნა. ახლადგახსნილი საწარმო საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული ჩაის ხარისხი, წარმოების დონე, მათ შორის, დაფასოების სტანდარტი კარგი საფუძველი იქნება ჩაის წარმოების, ექსპორტის გაზრდისა და ამ დარგის განვითარებისთვის. „ჩაის წარმოების აღდგენა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩემი დავალებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაის წარმოების განვითარების პროგრამაზე მუშაობს, რომელიც უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება. ჩვენ ვაპირებთ, ქართული ჩაის წარმოება მაქსიმალურად ავაღორძინოთ და ხელი შევუწყოთ ამ დარგის წახალისებას საქართველოში. ეს გამოიწვევს პლანტაციების აღდგენას,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, ჩინეთში ვიზიტის დროს, ჩინური მხარე საქართველოდან ჩაის ექსპორტით დაინტერესდა. 1300 კვ/მეტრზე განთავსებული „გეოპლანტის“ ჩაის შესაფუთი საწარმო პროგრამა - „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსდა. კომპანია, საწარმოს ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში, ჯამურად 570 ტონა დაფასოებული ჩაის წარმოებას გეგმავს და 60-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics