19:44 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 11:42:00, 597 ნახვა

საზოგადოება
ფოთის მერს თურქეთის სანაპირო დაცვის გემის მეთაური ეკიპაჟის წევრები ეწვივნენ

ფოთის მერს ირაკლი კაკულიას საქართველოში მეგობრული ვიზიტით მყოფი თურქეთის სანაპირო დაცვის გემის მეთაური, კაპიტან–ლეიტენანტი ზაფერ არსლანი და ეკიპაჟის წევრები ეწვივნენ.

ფოთის მერიის ინფორმაციით, თურქული გემი, ფოთის ნავსადგურში საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოწვევით, მეგობრული ვიზიტით შემოვიდა.

ირაკლი კაკულიამ თურქ სამხედრო მეზღვაურებს ფოთის ისტორიულ წარსულზე, ნავსადგურის მნიშვნელობასა და ქალაქში ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზე, ასევე თურქეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობის გაღრმავებასა და თურქეთის რომელიმე შავიზღვისპირა ქალაქთან შესაძლო დამეგობრების თაობაზე ესაუბრა. თავის მხრივ, თურქმა კაპიტანმა ზაფერ არსლანმა მადლობა გადაუხადა მერს და საქართველო–თურქეთის სანაპირო დაცვის უწყებათა თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრას საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ,პირველი რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე ესწრებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics