03:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-11 14:17:40, 2837 ნახვა

სამართალი
ადვოკატის განცხადებით, ზ.ხ.-ს მამის დაკავება მისი შვილის საქმეზე მისივე აქტიურობას უკავშირდება

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატის, მურმან ნიკოლეიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მამის, თამაზ ხომასურიძის დაკავება ზ.ხ.-ს საქმეზე მის აქტიურობას უკავშირდება.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთა საუბრისას განაცხადა, თამაზ ხომასურიძის დაკავება მისთვის მოულოდნელი იყო.

„პირადად არავის დამუქრებია და ისედაც ზოგადად საუბრობდა იმ შესაძლო საფრთხეებზე, რაც მისი აზრით მას შეუცვალეს და გადასცეს. მე არ ველოდი მის დაკავებას და ჩემთვის მოულოდნელი იყო რომ დააკავეს. მისი დაკავება ზუსტად იმ აქტივობას მოჰყვა, რასაც ის ახორციელებდა მისი შვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე“, - განაცხადა მურმან ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამა მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics