2015-01-28 16:24:15, 1941 ნახვა
სამართალი
მამუკა არეშიძე იური ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურაში დაკითხეს
ექსპერტი მამუკა არეშიძე იური ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხეს.
როგორც არეშიძე აცხადებს, ის პორკურატურაში იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს.
„ავხსენით სიტუაცია. გავარკვიეთ, რომ ეს იყო ვერსიული ნათქვამი და არა მტკიცებულებითი ფორმის. ბუნებრივია დაისვა შეკითხვა, ვიცოდი დამატებით რამე, თუ არა. რა თქმა უნდა ვუპასუხე არა, რომ მეტი არაფერი არ ვიცი, გარდა იმისა, რაც ითქვა“, – აღნიშნა არეშიძემ.
ცნობისთვის, დღეს მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელმა სავარაუდოდ საქართველო დატოვა და ამაში, ძალოვნები არიან ჩართულები.
„მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რა შეიძლება იქ მომხდარიყო და როგორ შეიძლება მოვლენები განვითარებულიყო. ინფორმაციას ვფლობ, მაგრამ ვერ ვამბობ, ჯერ შესამოწმებელია ეს ყველაფერი. თუმცა მაქვს ისეთი სახის ინფორმაცია, რომ სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია დატოვა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად შემკვეთებისგან გაიხსნება ეს საქმე, შემკვეთების ზედმეტი აქტიურობისაგან და მათი დატოვებული კვალისაგან. დავამატებდი, რომ იკვეთება ძალოვანების მონაწილეობა ამ საქმეში“, – აღნიშნა არეშიძემ.
ცნობისთვის, იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან