|
2015-09-14 13:52:23, 2554 ნახვა
რეგიონი
ფოთის საჯარო სკოლებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო
ფოთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლასა და სააღმზრდელო დაწესებულებაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, რესურსცენტრის დირექტორი გოჩა ქორქია მე–6 ,მე–2,მე–12 და მე– 5 საჯარო სკოლებს ეწვივნენ და მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. „ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, სტუდენტებო მთელი გულით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ყოველი ახალი სასწავლო წელი არის თქვენს ცხოვრებაში ახალი და კიდევ ერთი საინტერესო პერიოდის , ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისი. გამორჩეულად ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს პირველკლასელებსა და პირველკურსელებს–მათთვის ხომ დღევანდელი დღე სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია. მინდა მივულოცო ეს დღე მშობლებს და ვუსურვო მათ იმედების გამართლება. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე შეძლო გარკვეულწილად ხელი შეეეწყო ჩვენი შვილებისათვის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში უკეთესი პირობების შექმნის თვალსაზრისით. ეს მხოლოდ ნაწილია და დასაწყისია იმ სასიკეთო ცვლილებებისა, რაც ჩვენ ჩვენი შვილების განათლებისთვის უნდა განვახორციელოთ. ჩვენ მათ უნდა მივცეთ ყველა საშუალება, უნდა შევუქმნათ ყველა პირობა, რათა ხარისხიანი განათლება მიიღონ და ამაში ჩავდებთ მთელ ძალისხმევას“, –აღნიშნა სიტვით გამოსვლისას ქალაქის მერმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ფოთის მე-6 საჯარო სკოლის შენობის ფასადისა და გადახურვის რეაბილიტაციისთვის 160 ათასი ლარი გამოყო,ხოლო მე-8 საჯარო სკოლისთვის 175 ათასი . ამჟამად , სკოლის შენობის სახურავი განახლებულია, მთლიანად შეიცვალა ხის კონსტრუქციები და ძველი თუნუქის ფურცლების ნაცვლად, მეტალოკრამიტით დაიფარა სახურავი. შეიცვალა ძირითადი კორპუსის შესასვლელი კარებები. მოეწყო შენობის გარშემო სარინალი (სარტყელი). ფოთში სულ 11 საჯარო და 3 კერძო სკოლაა. წელს ფოთის საჯარო სკოლაში 480 პირველკლასელი მივიდა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)