|
2020-09-02 19:04:17, 19446 ნახვა
ომი უკრაინაში
„ნიკორას“ ერთ-ერთმა ფილიალმა, რომლის ორ თანამშრომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მუშაობა განაახლა
„ნიკორას“ ერთ-ერთმა ფილიალმა, რომლის ორ თანამშრომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მუშაობა განაახლა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას „ნიკორა“ ავრცელებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ „ნიკორას“ არც ერთ ინფიცირებულ თანამშრომელს მომხმარებელთან კონტაქტი არ აქვს მისი სამუშაოს შინაარსიდან გამომდინარე. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ქსელის ერთ-ერთ ფილიალში COVID 19-ის დაფიქსირების ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, ქ.თბილისში ვაჟა-ფშაველას N28 არსებულ „ნიკორა სუპერმარკეტი“-ს ფილიალში 2 თანამშრომელს დაუფიქსირდა COVID 19. ინფორმაციის მიღებისთანავე ფილიალიდან მოხდა ყველა თანამშრომლის გამოყვანა, PCR ტესტზე შემოწმება და თვითიზოლაციაში გადაყვანა. ამავდროულად ფილიალში ჩატარდა სადენზინფექციო სამუშაოები ორი სხვა და სხვა კომპანიის მიერ, რის გამოც 24 საათის განმავლობაში ობიექტი იყო დაკეტილი. ფილიალმა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა აღადგინა დღეს დილით 9 საათიდან სრულად შეცვლილი კადრებით. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არც ერთ ინფიცირებულ თანამშრომელს მომხმარებელთან კონტაქტი არ აქვს მისი სამუშაოს შინაარსიდან გამომდინარე. „ნიკორა სუპერმარკეტი“ გისურვებთ ჯანმრთელობას“, - განაცხადეს „ნიკორაში“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)