18:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-12 17:46:03, 583 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშილი ბერი ანდრიას სახელობის ფონდს ეწვია

 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი  ბერი ანდრიას სახელობის ფონდს ეწვია.  მინისტრმა  ფონდის ბენეფიციარები მოინახულა.

უწყების ინფორმაციით, მინისტრთან ერთად ფონდს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებიც ესტუმრნენ, მათ საჩუქრად ფონდს საყოფაცხოვრებო ნივთები, ტკბილეული და ფულადი დახმარება გადასცეს.

 ბერი ანდრიას სახელობის ფონდი  5  წელია ეხმარება სოლიდური სიმსივნით დაავადებულ  ბავშვებს, მათ ოჯახებს ყველა იმ საქმეში, რაც  მკურნალობას, რეაბილიტაციას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ეხება.

დაარსებიდან დღემდე დახმარება  160 ბავშვს და მათ ოჯახს გაეწია. დღეისათვის მათი მზრუნველობის ქვეშ  45 ბავშვი იმყოფება, რომელთაგან 19 კონტროლზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ძვირადღირებულ კვლევებს ფონდი სრულად აფინანსებს.

ქიმიოთერაპიის მძიმე კურსის შემდეგ ბავშვი, დედა და ხშირ შემთხვევაში, მამა ან და-ძმები უფასოდ ცხოვრობენ ამ მიზნისთვის დაქირავებულ სარეაბილიტაციო სასტუმრო-სახლში, სადაც მათთვის ყველაფერი  უფასოა.

ფონდი ზრუნავს მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე, განვითარებაზე და სიცოცხლის ხარისხის ამაღლებაზე.

ფონდი უზრუნველყოფს  მკურნალობის დასაფინანსებლად საჭირო საბუთების მოგროვება - მოწესრიგებას, კვლევების დროულად ჩატარებას და ბავშვების საჭირო მედიკამენტებით მომარაგებას.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დახმარება და მხარდაჭერა ბერი ანდრიას ფონდისადმი ერთჯერადი არ არის და მომავალშიც გაგრძელდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics