|
2020-08-31 15:51:44, 14187 ნახვა
ომი უკრაინაში
გადაუდებელი დახმარების ცენტრმა განახლებული გაიდლაინი შეიმუშავა და მედპერსონალი სრულად გადაამზადა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა კოვიდ-19-ის ინფექციის პრეჰოსპიტალურ ეტაპზე პრევენციისა და კონტროლის გაიდლაინი, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დოკუმენტი შეიმუშავა. საერთაშორისო პროგრამის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში, საქართველოს 10 რეგიონში 140 სპეციალისტი მომზადდა, რომლებმაც ინფექციის გავრცელების პრევენციისა და მედპერსონალის პირადი უსაფრთხოების დაცვის შესახებ სპეციალური კურსი გაიარეს. ”პოსტ კრიზისულ პერიოდში, როდესაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ყველა ძალისხმევა ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ უნდა მიიმართოს”, - განაცხადა საქართველოში ჯანმო-ს წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ. მისივე თქმით, „ჯანდაცვის მუშაკების - ფრონტის ხაზზე მყოფი ადამიანების დაცვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათ შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოხარული ვართ, რომ ტრენინგის მონაწილეებმა თეორიული ცოდნასთან ერთად პირადი დამცავი აღჭურვილობის სწორად გამოყენების უნარებიც შეიძინეს“. გადამზადებული 140 სპეციალისტი, თავის მხრივ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცენტრის 7000-ზე მეტ თანამშრომელს - სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს გაუზიარებს ცოდნას. გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი კოვიდ-19-ის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესახებ განახლებულ გაიდლაინებს პერმანენტულად გაეცნობა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)