18:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 19:48:50, 540 ნახვა

საზოგადოება
არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მონაწილეობით რაგბის ტურნირი ჩატარდა

არასრულწლოვანთა  #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში  დღეს რაგბის ტურნირი ჩატარდა. ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გაიმართა. 
ერთმანეთს „ლელოს“ კლუბის შესაბამისი ასაკის მოზარდები და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გუნდი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მინიმალური სხვაობით დასრულდა. 
მწვრთნელების, ზურაბ ქიქოძის და გიორგი კაჭარავას განცხადებით, მსჯავრდებულები ძალიან მონდომებულები არიან და აქტიურად ვარჯიშობენ.
„არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“ მეხუთე წელია გრძელდება. პროგრამის ფარგლებში დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულები რაგბის და ფეხბურთის საწვრთნელ გაკვეთილებს კვირაში ორჯერ გადიან. პერიოდულად სპორტული ტურნირებიც იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics