|
2020-08-26 13:13:59, 6945 ნახვა
რეგიონი
ქედის მერიის პროგრამის, „შიდა საუბნო გზების მოწესრიგება“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს
ქედის მერიის პროგრამის - „შიდა საუბნო გზების მოწესრიგება“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების მშენებლობა, ბეტონის საფარის მოწყობა და გზის ავარიული მონაკვეთების მოწესრიგება. სამუშაოებს მონიტორინგის ჯგუფთან ერთად, სოფელ მილისში, ქედის მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე გაეცნო. „აღნიშნული პროგრამა მესამე წელია, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად იგეგმება და ადგილობრივი თვითმმართველობის შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. პროგრამის მიზანი ავარიული შიდა საუბნო გზების მოწესრიგებაა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველჰყოფს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯება“, - აღნიშნა როლანდ ბერიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)