12:07 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-22 10:32:43, 4504 ნახვა

რეგიონი
აჭარაში გიდების მხარდაჭერა გრძელდება

აჭარაში, 100 გიდს კორონავირუსისგან ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები და ხმის გამაძლიერებელი აპარატურა გადაეცა. გიდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გონიოს ციხის ტერიტორიაზე გამართა, სადაც უწყების ხელმძღვანელმა სტუმრებს გიდების მხარდაჭერის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, უკონტაქტო თერმომეტრი, სადეზინფექციო სითხე, პირბადეები და ფარი, რომელიც გიდებს გადაეცათ კოვიდის პირობებში ტურების უსაფრთოდ ჩატარებას, ტურის ხარჯების შემცირებასა და ღია სივრცეში დისტანციის დაცვის საშუალებას უზრუნველყოფს. გიდების მხარდაჭერის პროექტის ამ ნაწილს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის ტურიზმის გიდების ასოციაციასთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს.

„პანდემიის პირობებში ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებოდით გიდებთან, რომლებიც მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე აქტიურად საუბრობდნენ. შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ გიდებს ტურების უსაფრთხოდ ჩასატარებლად ესაჭიროებოდათ აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობა და ტრენინგები. ისინი ასევე, საუბრობდნენ ფინანსურ დანაკარგსა და დროებითი დასაქმების აუცილებლობაზე. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ყველა ეს საკითხი დაამუშავა, მიმართა დონორ ორგანიზებს და აამოქმედა გიდების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეტაპოპრივად განხორციელდება სხვადასხვა პროექტი. პროგრამის პირველ ეტაპზე გიდებს უკვე ჩაუტარდათ ტრენინგი კორონავირუსთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებზე. ახლა კი მათ ტურების უსაფრთხოდ ჩასატარებლად საჭირო  აღჭურვილობა გადაეცათ. შემდგომ ეტაპზე უკვე ვგეგმავთ მათ ჩართვას  დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინფოტურებში, ასევე ქობულეთისა და ბათუმის თემატური ტურების სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში.  დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ვმუშაობთ მათი დროებითი დასაქმების პროგრამაზეც, რათა შევამციროთ ის დანაკარგები, რაც მათ პანდემიის პირობებში მიადგათ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics