10:04 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 15:39:27, 1131 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, მოწმის ჩვენების გამოქვეყნების საკითხზე შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს, რასაც სამართლებრივი შეფასება მიეცემა

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების საკითხზე პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, რასაც სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

მისივე თქმით, მათი მიზანია, მოწმეებმა, რომლებიც დაიკითხებიან, არ იცოდნენ გამოძიების ვერსიები.

„რაც შეეხება ბოლო ჩვენების გამოქვეყნებას, ჩვენი მიზანია გამოძიების ეტაპზე იმ მოწმეებმა, რომლებიც დაიკითხებიან, არ იცოდნენ გამოძიების ვერსიები და იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც უკვე გამოიკითხნენ გამოძიების ეტაპზე, რაც ხელს უშლის გამოძიებას. ეს პირები შემდეგ უკვე მოდიან მომზადებული პოზიციებით, ეს ჩვენი ინტერესი იყო და ადვოკატების გაფრთხილებაც სწორედ ამას ემსახურებოდა.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენების გამოქვეყნებას, ამასთან დაკავშირებით პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს და აღნიშნულ გარემოებას მიეცემა სამართლებრივი შეფასება, ასევე იმ პირების ქმედებებსაც, რომლებიც დგანან აღნიშნულის უკან, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, მედიაში გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალები გავრცელდა, რომელშიც საუბარია, გიორგი შაქარაშვილის მეგობრის და საქმის მთავარი მოწმის, გურამ  ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics