00:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 16:13:26, 1666 ნახვა

მსოფლიო
კრემლი უსურვებს ნავალნის მალე გამოჯანმრთელებას - თუ გადარჩა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

აღნიშნული პესკოვის განცხადება რადიოსადგურმა „მაიაკმა“ გაავრცელა.

„რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ჩვენ ვუსურვებთ მას სწრაფად გამოჯანმრთელებას“, - განაცხადა პესკოვმა.

მანვე დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინს არ აწვდიან სპეციალურ ინფორმაციას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

„არ არის აუცილებლობა, ძალიან ბევრი შეტყობინებაა და მონიტორინგში ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, შეინახება“, - აღნიშნა პრესმდივანმა.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნიმ თვითმფრინავში გონება დაკარგა, რის გამოც თვითმფრინავს ომსკში დაჯდომა მოუწია. ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ნავალნი სავარაუდოდ ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოიწამლა, რადგან მას მხოლოდ ჩაი ჰქონდა დალეული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics