00:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-19 19:45:47, 1262 ნახვა

მსოფლიო
ამერიკულმა კომპანიამ Oracle-მ TikTok-ის ყიდვა გადაწყვიტა

ამერიკულმა კომპანიამ Oracle-მა, შესაძლოა, TikTok-ის ამერიკული, კანადური, ავსტრალიური და ახალი ზელანდიური აქტივები შეიძინოს.

კომპანია Oracle-ს გარდა TikTok-ის ამერიკული ნაწილის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებდა Microsoft-იც.

ამერიკული კომპანიის განცხადებას გამოეხმაურა შტატების პრეზიდენტიც, მისი განცხადებით შემოსავალის დიდი ნაწილი აშშ-ს ეკუთვნის.

„აშშ-მ ფასის დიდი წილი უნდა მიიღოს, რადგან ეს ჩვენ გავხადეთ შესაძლებელი. ეს შემოსავალი იქნება იმ გაყიდვიდან, რომელზეც არავინ იფიქრებდა ჩემ გარდა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ეს სამართლიანია“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ შტატების პრეზიდენტმა ჩინური აპლიკაცია და მისი მფლობელი კომპანია მომხმარებლების მონაცემების შენახვასა და ჩინეთის მთავრობისთვის მიწოდებაში დაადანაშაულა.

ამ ბრალდების შემდეგ ტრამპი კომპანიას დაემუქრა, თუ მფლობელები არ გაყიდიდნენ აპლიკაციას ამერიკულ კომპანიაზე, ვეღარ შეძლებდნენ აშშ-ში თავიანთი პროდუქტის რეალიზებას.

TikTok-ის მომხმარებლების უმრავლესობა აშშ-ში ცხოვრობს, შესაბამისად ჩინურმა კომპანიამ მუქარას ყურადღება არ მიაქცია.

რამდენიმე დღის წინ კი დონალდ ტრამპმა აპლიკაცია განსაზღვრული ვადით აკრძალა და მფლობელები არჩევანის წინაშე დააყენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics