|
2020-08-19 00:29:04, 1656 ნახვა
რეგიონი
თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით საზღვრის კვეთის ნებართვაზე დადებითი პასუხი უკვე 1000 ზე მეტმა პირმა მიიღო
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელისგან ნებართვის მიღების მსურველთა რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობისა და საზღვარზე გადასულთა რაოდენობის შესახებ ანგარიში მოისმინა. თურქეთის რესპუბლიკაში საზღრის კვეთის ნებართვის მოსაპოვებლად, განაცხადზე დადებითი პასუხი უკვე 1000 ზე მეტმა პირმა მიიღო. რეგისტრაციის და მოქალაქეებთან უკუკავშირის პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. თურქეთის მიმართულებით საზღვარი უკვე 600-მდე მოქალაქემ გადაკვეთა. ნებართვის მისაღებად რეგისტრაციის გავლა მოქალაქეებს შეუძლიათ სპეციალურად შექმნილ პორტალზე - abroadworkers.moh.gov.ge. განაცხადებს განიხილავს სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი. მიუხედავად განკარგულებთ გათვალისწინებული 7 დღიანი ვადისა, ამ ეტაპზე განცმხადებლებს შედეგის შესახებ პასუხი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით, არა უგვიანეს 48 საათის განმავლობაში მიეწოდებათ. აჭარის დასაქმების სააგენტო უსასყიდლოდ ეხმარება მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში. რეგისტრაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ ეწვიონ ვებ-გვერდს - http://visit.hrajara.gov.ge/nebartva/ ან დაუკავშირდნენ კონსულტაციის მისაღებად შემდეგ ნომრებზე: 1505 - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობის დაცვისა და სოციალურ დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (0422) 24 78 82 (0422) 24 78 83 - აჭარის დასაქმების სააგენტო.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)