|
2020-08-18 11:17:23, 16742 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. მისივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან ერთი ლენჯერს, ერთი ქობულეთს უკავშირდება, ერთი შემთხვევა ინფიცირებულთან კონტაქტს განეკუთვნება, ოთხი შემოტანილია, ხოლო ერთი სამედიცინო პერსონალია. „გუშინდელი მონაცემებით ქვეყანაში გახლდათ 1341 დადასტურებული შემთხვევა და დღეს დაგვემატა ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა. 18 აგვისტოს მონაცემებით საერთო ჯამში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1351-ს შეადგენს. ახალი შემთხვევების კონფიგურაცია ასეთი გახლავთ. 1 პაციენტის წყარო ლენჯერია, მეორე პაციენტის წყარო ბუნგალო „ჰავანაა“, კიდევ ერთ პაციენტს დადასტურებულ შემთხვევასთან ჰქონდა კონტაქტი, 4 პაციენტის შემთხვევაში იმპორტირებულია და აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. კიდევ 1 გახლავთ სამედიცინო პერსონალი და ორი პაციენტის კონტაქტების მოკვლევა გრძელდება წყაროს დადგენის თვალსაზრისით. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მხოლოდ 6-ით გაიზარდა და ამ დროისთვის შეადგენს 1098. გვყავს 6 კრიტიკული პაციენტი, მძიმეთა სიაში პაციენტების რაოდენობა გახლავთ 23“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)