11:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-16 12:57:50, 1195 ნახვა

სამართალი
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - ყველას სახელი და გვარი ვიცი, ვინც სოფლის მოსახლეობას ტერორში ამყოფებს

„ყველას სახელი და გვარი ვიცი, ვინც სოფლის მოსახლეობას ტერორში ამყოფებს“ , - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თამარის პოვნის დღესა და წინა საღამოს მიმდებარე ორ სოფელში დენი რამდენიმე საათით გათიშეს და გამოძიება ამით არ დაინტერესდა.

„ყველას სახელი და გვარი ვიცი, ვისაც ვერაგულად და ძალდატანებით მთელი სოფლის მოსახლეობა ჰყავს ტერორში.

ტერორის ერთ-ერთი ფაქტიც ვიცი, როდესაც 21 ივლის საღამო ხანებში ორ სოფლეში შუქი გაითიშა და 22 ივლისს ჩაირთო.

ამის ვიდეო ჩანაწერებიც არსებობს, სოფლის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ 3-3 წუთით გაითიშა 21-22 ივლისსო. ეს არის სრული ზღაპარი. გამოძიება არც ამით არ დაინტერესებულა“ , - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics