11:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-16 11:55:32, 993 ნახვა

სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სექსუალური შევიწროების საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმების თემაზე ტრენინგის გახსნას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი სექსუალური შევიწროების საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმების თემაზე ტრენინგის გახსნას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საზოგადოებრივ ადგილას სექსუალური შევიწროების ფაქტებზე რეაგირებისას სამართალდამცველთა როლზე და ამ მიმართულებით მათი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ტრენინგები გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ მხარდაჭერით ხორციელდება. სწავლების მიზანია სექსუალურ შევიწროებასა და შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების განხორციელების თემაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. ტრენინგ-მოდულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები 200-მდე პატრულ-ინსპექტორს გადაამზადებენ.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ პოლიციელთათვის სექსუალური შევიწროების თემაზე შემუშავებულია სახელმძღვანელო რეკომენდაცია, რომელიც მათ სექსუალური შევიწროების ფაქტების გამოკვეთასა და სათანადო რეაგირებაში ეხმარება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ზემოაღნიშნულ თემებზე სამართალდამცველთა კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics