12:07 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-13 18:39:03, 1112 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით შეივსო და ქალაქში ყველა დაგეგმილი პროექტი ბოლომდე იქნება მიყვანილი

ბათუმის ბიუჯეტი 10 მილიონ 300 ათასი ლარით შეივსო. მიმდინარე პროექტების შეუფერხებლად გაგრძელებისა და ახალი პროექტების დაწყების მიზნით ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში განხორციელდა.

 “ჩვენ უმოკლეს ვადებში, ეკონომიკურ გუნდთან ერთად, მოვახერხეთ რომ ბათუმის თვითმმართველობისთვის 10 მილიონზე მეტი ლარის ფინანსური რესურსი გამოგვეძებნა. ეს ნიშნავს, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო ქალაქის თვითმმართველობის მხრიდან, იქნება ბოლომდე მიყვანილი. არცერთი საბიუჯეტო ღონისძიება არ იქნება გაუქმებული ან ბიუჯეტიდან მომდევნო წლისთვის გადადებული. მიუხედავად პანდემიის და ძალიან დიდი ეკონომიკური გამოწვევისა, ჩვენ, ყველანი ერთად, შევძლებთ, რომ აბსოლუტურად ყველა პროექტი ბოლომდე იქნას მიყვანილი.

გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ყველა ის პროგრამა როგორიც იყო სოციალური, ჯანდაცვის და სხვა მიმართულებები, იქნება შენარჩუნებული. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბათუმის თვითმმართველობის მხარდაჭერას როგორც ფინანსური რესურსით, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის ნაწილში, რომ ბათუმელებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის ქალაქი იყოს წესრიგში”, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics