|
2020-08-12 13:12:41, 7203 ნახვა
სამხედრო
სამხედრო ჰოსპიტალს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს მალხაზ ურთქმელიძე უხელმძღვანელებს. ჰოსპიტალის ახალ დირექტორს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელთან სამედიცინო დაწესებულების განვითარების გეგმების შესახებ იმსჯელა და სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა. მალხაზ ურთქმელიძე სამხედრო ჰოსპიტალის უფროსად თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 10 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე ის მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. წლების განმავლობაში მალხაზ ურთქმელიძე შსს სამედიცინო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. სპეციალობით არის ექიმი-მკურნალი/ქირურგი. აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება. მინიჭებული აქვს მედიცინის დოქტორის ხარისხი. მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)