12:53 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-06 10:35:47, 2504 ნახვა

რეგიონი
ხორბლის მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ტრენინგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს, რომელიც ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს.

ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, ცოტნე სამადაშვილმა ფერმერებს  მარცვლოვან კულტურებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოყენების და პრაქტიკაში დანერგვის საკითხები გააცნო.

ტრენინგები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ფერმერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ტრენინგის მონაწილეებმა გამოცდილება გააზიარეს ხორბლის დათესვამდე ნიადაგის მოსწორების, ასევე, ნაკვეთების საჰაერო შეწამვლის შესახებ  და იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათ მუნიციპალიტეტებშია პრიორიტეტული. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა კახეთის რეგიონში „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიები” შესახებ ტრენინგები დაასრულა. ცენტრი აგრძელებს სხვადასხვა სახის აგრარული და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას. დაგეგმილია ტრენინგები და გადამზადების კურსები კაკლოვანი კულტურების და მეფუტკრეობის შესახებ, რომელიც  სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ჩატარადება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics