|
2020-08-01 13:09:30, 17113 ნახვა
ომი უკრაინაში
კორუფცია საქართველოში კოვიდ19-ის დროს მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვეზე - Bellingcat-ის კვლევა
კორუფცია საქართველოში კორონავირუსის პერიოდში მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვებზე, - ბრიტანული საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat-ი კვლევას აქვეყნებს. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ე.წ. გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვები, რომელიც საქართველოში კოვიდ19-ის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ხორციელდებოდა. Bellingcat-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომ გამოძიება ორი მიმართულებით დაინტერესდა. ესენია ჯანდაცვის სექტორის შესყიდვები და საკარანტინე ზონად გამოყენებული სასტუმროები. „კვლავე ნათლად აჩვენებს, თუ როგორ უწყობს ხელს საგანგებო სიტუაციები კორუფციულ პრაქტიკას. კორონავირუსის პანდემიისა და შეზღუდვების ფონზე, ელექტრონული ტენდერების გამოყენების ნაცვლად, საქართველოში ტარდება ე.წ. გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები. COVID-19– ზე რეაგირების შემდეგ და განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის დროს, დაფიქსირდა სახელმწიფოს მიერ საეჭვო შესყიდვები და არაკონკურენტული ხელშეკრულებები საქართველოს მთავრობასა და კომპანიებს შორის“, - ვკითხულობთ კვლევაში. Bellingcat აღნიშნავს, რომ გამოძებამ აჩვენა, რომ შესყიდვებში მონაწილე კომპანიების დიდი ნაწილი, კორონავირუსის პანდემიის დროს შეიქმნა და მათი მფლობელები მმართველი გუნდის „ქართული ოცნებისა“ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფინანსური მხარდამჭერები არიან. დაბოლოს, Bellingcat წერს, რომ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და სამართლიან კონკურენციას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)