|
2015-01-28 11:25:53, 2890 ნახვა
მსოფლიო
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთს უკრაინასთან საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდებს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ილკა კანერვა, რუსეთს უკრაინასთან საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯის გადადგმით, უკრაინის ტერიტორიაზე მებრძოლების შესვლა და იარაღის მიწოდება შეწყდება. „მე რუსეთს მოვუწოდებ, უკრინასთან საზღვრები ჩაკეტოს, რათა შეჩერდეს უკრაინის ტერიტორიაზე მებრძოლების შეყვანა და მათთვის იარაღის მიწოდება. ის იარაღი, რასაც ამბოხებულები იყენებენ ჰაერიდან ხომ ვერ გაჩნდებოდა?! მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გაერო-ს შეფასებით, მარიუპოლში, მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართული საშინელი თავდასხმები სწორედ სეპარატისტების მიერ კონტროლილებად ტერიტორიიდან მოხდა. ვფიქრობ, საზღვრების ჩაკეტვა თავის მხრივ ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს“,-განაცხადა ილკა კანერვამ. შეგახსენებთ, რომ ქალაქ მარიოპულზე 24 იანვრის შეტევას 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)