10:31 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 17:52:31, 3768 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ახალი კანონი ხელს შეუწყობს პანდემიით დაზარალებული ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებას

ბიზნეს სუბიექტებს, რომლებსაც  პანდემიის დროს გამოცხადებული საგანგებო ვითარების გამო შეფერხებები შეექმნათ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის, იჯარის, მართვის თუ სხვა კონტრაქტებიდან გამომდინარე შეუძლიათ, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართონ და ვალდებულების მოდიფიცირება და პირგასამტეხლოს პატიება ითხოვონ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ცვლილება „სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში უკვე ამოქმედდა და აღნიშნულის საფუძველზე კონტრაჰენტებს უფლება ექნებათ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში მიმართონ სააგენტოს.

მინისტრის განცხადებით, ახალი წესი იმოქმედებს ნებისმიერ საკონტრაქტო ურთიერობის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო ქონების განკარგვასა და სარგებლობასთან.

მინისტრის განცხადებით, ახალი კანონი ცალსახად დადებითად აისახება ბიზნეს გარემოზე და ხელს შეუწყობს პანდემიით დაზარალებული ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics