12:53 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-20 10:39:05, 2788 ნახვა

ეკონომიკა
PSP-ს რჩეული ფარმაცევტული კომპანიის წოდება მეთხუთმეტედ მიენიჭა

PSP 15 „ოქროს ბრენდის“ მფლობელი ფარმაცევტული  კომპანიაა! რჩეული ფარმაცევტული ბრენდის წოდება მეთხუთმეტედ PSP-ს 17 ივლისს „Golden Brand”-ის XV დაჯილოდების ცერემონიალზე მიენიჭა.

დაჯილდოების ორგანიზატორები კომპანია GLOBAL IDEA და გაზეთი The FINANCIAL-ია. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საერთაშორისო პალატა, შვეიცარია-საქართველოს ბიზნეს საბჭო და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში. წლის ”ოქროს ბრენდს” ყოველწლიურად 200-მდე ექსპერტი და 2000 გამოკითხული მოქალაქე ავლენს. ჯილდო გადაეცემათ კომპანიებს, რომლებმაც წლის განმავლობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს და საზოგადოების მოწონება და აღიარება მოიპოვეს.

„PSP ლიდერი კომპანიაა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. მომხმარებლები და ექსპერტები 26 წლიანი წარმატებული საქმიანობის ისტორიისა და გამოცდილების მქონე ქართულ კომპანიას ირჩევენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპერტებისა და საზოგადოების აზრით, ჩვენი საქმიანობით მაქსიმალურად კომფორტულს და სარგებლიანს ვხდით ჩვენი მომხმარებლების სილამაზეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ექსპერტთა და მომხმარებლის აღიარება დამატებითი მოტივაციაა ჩენთვის წინსვლისა და ახალი საინტერესო პროექტების შესაქმნელად“ - აცხადებენ PSP-ში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics