|
2015-01-05 11:55:38, 5637 ნახვა
სამხედრო
მინდია ჯანელიძე გენერალ ჯონ კემპბელს შეხვდა
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე "გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიის სარდალს, ოთხვარსკვლავიან გენერალ ჯონ კემპბელს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდია ჯანელიძემ ამერიკელ გენერალთან "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ქართველი სამხედროების ჩართვაზე ისაუბრა. მათივე ცნობით, საუბარი უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო. გენერალმა კემპბელმა ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო მისიაში საქართველო კვლავ რჩება ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმსხვილეს კონტრიბუტორად. 2015 წლიდან ავღანეთში ნატოს ეგიდით "მტკიცე მხარდაჭერის" მისია დაიწყო, რომელშიც ქართული კონტინგენტი ამერიკული და გერმანული სარდლობების დაქვემდებარებაში იმოქმედებს. სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ავღანეთის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ადგილობრივი ძალები გადაიბარებენ, კოალიციური ძალები კი ავღანეთის ეროვნულ ძალებს წვრთნასა და აღჭურვაში გაუწევენ დახმარებას. მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდალთან ვიზიტით დასრულდა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)