23:02 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 12:57:40, 1572 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ვახტანგ ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია, ორივე ჩვენებაში ამბობს, რომ მაგისტრალზე საცემად მისდევდნენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ვახო ახვლედიანის ადვოკატი,  მზია ქასრაშვილი აცხადებს, რომ ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია.

მისივე თქმით, ახვლედიანი ორივე ჩვენებაში ამბობსმ, რომ მას მაგისტრალზე საცემად მისდევდნენ.

„ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია. პირველი ჩვენების გაგრძელებაა მეორე ჩვენება. პირველი ჩვენება არის თხრობა, მეორე ჩვენება არის კითხვა-პასუხი, ანუ ჩვენების დაზუსტება და არა ჩვენების შეცვლა. ყველა ჩვენებაში ვამბობთ, რომ მას მისდევდნენ საცემად“, - განაცხადა მზია ქასრაშვილმა.

ვახო ახვლედიანი პირველ ჩვენებაშიც, რომელიც თხრობით ფორმაში აქვს მიცემული და მეორეშიც, სადაც გამოძიების კითხვებს პასუხობს, მკაფიოდ ამბობს, რომ მაგისტრალზე საცემად მისდევდნენ. მეორე ჩვენებაში გამომძიებელი ეკითხება ახვლედიანს, იყო თუ არა მასზე მუქარა, სადაც ახვლედიანი ამბობს, რომ მუქარა არ ყოფილა, მაგრამ საცემად მისდევდნენ, რაც ემთხვევა პირველ ჩვენებას“, - განაცხადა მზია ქასრაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics