2020-06-29 14:22:07, 4353 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - დღეს აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება, რომელთანაც გიორგი რურუას კავშირი არ აქვს
დღეს აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება, რომელთანაც გიორგი რურუას კავშირი არ აქვს, - -ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გიორგი რურუას საქმე არის კრიმინალური საქმე, რომელზეც გადაწყვეტილებას მართალმსაჯულება და სასამართლო მიიღებს.
„ეს ასე არ არის და ელჩების ბოლოდროინდელმა განცხადებებმაც დაადასტურდა, რურუას არავითარი კავშირი არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან, დღეს აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება, რაც შეეხება რურუას საქმეს, ეს არის ერთ-ერთი მორიგი კრიტიმალური საქმე, რასთან დაკავშირებითაც ისევე, როგორც სხვა საქმეებთან დაკავშირებით, საქართველოში გადაწყვეტილებას იღებს მართლმსაჯულება და სასამართლო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან