|
2020-06-27 16:10:54, 16864 ნახვა
ომი უკრაინაში
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს საერთაშორისო პლატფორმაზე გამოქვეყნდა
ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფმა (Pompidou Group) საქართველოს პენიტენციური სისტემის მიერ კოვიდ19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. „პომპიდუ ჯგუფის“ სპეციალურ პლატფორმაზე - https://www.savelivesprotectpeople.net/ სხვადასხვა ქვეყნების მიერ კოვიდ19-ის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების წარმატებული პრაქტიკების შესახებ არის ინფორმაცია განთავსებული. მათ შორის არის ინფორმაცია საქართველოს პენიტენციური სისტემის შესახებ. „პომპიდუ ჯგუფმა“ დადებითად შეაფასა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები, განსაკუთრებით პენიტენციური სისტემის თანამშრომლების ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლა, რის შედეგადაც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დღეის მდგომარეობით ვირუსის არც ერთი არც საეჭვო და არც დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში. საქართველო ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) წევრი მიმდინარე წლის მაისში გახდა. პლატფორმა აერთიანებს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა: საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, ფინეთი, პორტუგალია და სხვა ევროპული ქვეყნები. სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ მასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)