|
2020-06-18 13:34:22, 1826 ნახვა
ეკონომიკა
გეოგრაფიული აღნიშვნების ეტიკეტი ზრდის ფერმერების შემოსავლებს
გეოგრაფიული აღნიშვნები (Geographical Indications GIs) არის სამარკო ნიშანი, რომელიც გამოხატავს, ამა თუ იმ პროდუქტის გეოგრაფიულ წარმომავლობას და მასთან დაკავშირებულ ხარისხსა და რეპუტაციას. გეოგრაფიული აღნიშვნები წარმოადგენს ე.წ სავაჭრო ნიშანს, რომლებიც ხაზს უსვამს იმ ქვეყნების ან კონკრეტული რეგიონების უნიკალურ ბუნებასა და წეს-ჩვეულებებს, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ პროდუქტის უნიკალური გემოვნური თვისებების მისაღებად. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ხელშეკრულების თანახმად, გეოგრაფიულ აღნიშვნებს, როგორც სამარკო ნიშანს, მინიჭებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების სტატუსი. ბოლო წლების მანძილზე, FAO და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, (EBRD) საქართველოს მთავრობასთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობენ, რათა ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებული პროდუქტებისთვის შეიქმნას გეოგრაფიული აღნიშვნები. მათი, როგორც სამარკო ნიშნის გამოყენება, საქართველოს საშუალებას მისცემს ფალსიფიცირებისგან დაიცვას ისეთი პროდუქტები როგორიცაა: სულუგუნი, თუშური გუდის ყველი ან ჩურჩხელა. გეოგრაფიული აღნიშვნები, როგორც პროდუქტებისთვის მინიჭებული მაღალი ხარისხის სიმბოლო, მნიშვნელოვნად ზრდის ადგილობრივ დონეზე წარმოებული პროდუქტების ღირებულებას და მწარმოებელი ფერმერების შემოსავლებს. ამავდროულად, გეოგრაფიული ინდიკატორები იცავენ ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას, ბუნებრივ რესურსებსა და ბიომრავალფეროვნებას, შესაბამისად წარმოადგენენ გზას მდგრადი განვითარებისკენ. ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები მინიჭებული აქვს: ჭაჭას, ჩურჩხელას, ჩოგს, მაწონს, ტენილ ყველს, ქართულ ყველს, აჭარულ და მესხურ ჩეჩილ ყველს, მეგრულ და სვანურ სულგუნს, კობს, გუდას, თუშურ გუდას, იმერული ყველს, დამბალხაჭოს, მაჭახელას თაფლს, ახალქალაქის კარტოფილს, ტყიბულის მთის ჩაის და ქუთაისის მწვანილს. ამ მომენტისათვის მსოფლიოში 8000-ზე მეტი გეოგრაფიული აღნიშვნით რეგისტრირებული პროდუქტია, რომლებიც ყოველწლიურად 50 მილიარდი ევროს მოგებას ქმნიან.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)