|
2020-06-12 12:36:59, 19262 ნახვა
ომი უკრაინაში
თსუ-ს კანცლერი - უნივერსიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის ინფიცირების წყარო უცნობია, მისი კონტაქტები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის, ლაშა საღინაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომლის, 2 პირდაპირი და 10 ირიბი კონტაქტის შემთხვევაა დაფიქსირებული. მისი თქმით, ინფიცირებული თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული არ არის, თუმცა მას გარკვეული თანმდევი დაავადებები აღენიშნება, რის გამოც საყურადღებოა. „პირდაპირი კონტაქტი იყო 2. გარდა ამისა, ირიბი კონტაქტის 10 შემთხვევაა გამოვლენილი და ეს პირებიც თვითიზოლაციაში არიან. ინფიცირებულ ქალს საპენსიო ასაკი აქვს, მისი დაინფიცირების წყარო, როგორც ჩემთვის ცნობილია, დადგენილი არ არის და ამასთან დაკავშირებით დამატებითი კვლევა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ თსუ-ში წყარო აღმოჩენილი არ არის. ამ ეტაპისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული არ არის, მაგრამ მას გარკვეული თანმდევი დაავადებები აღენიშნება, შესაბამისად მაინც საყურადღებოა“, - განაცხადა ლაშა საღინაძემ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)