|
2020-06-11 11:14:36, 12459 ნახვა
ომი უკრაინაში
პრემიერი - კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა, რომელთა ინფიცირების წყაროც უცნობია, ფაქტობრივად 4 ახალი კლასტერია
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა, რომელთა ინფიცირების წყაროც უცნობია, ფაქტობრივად 4 ახალი კლასტერია. როგორც მან აღნიშნა, ინფიცირების 4 უცნობი შემთხვევიდან 3 თბილისშია. „გვაქვს ინფიცირების 6 ახალი შემთხვე. ეს ერთი შეხედვით არა არის ბევრი, მაგრამ უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მათგან 4-ის წარმომავლობა, დღეის მდგომარეობით, არ არის ცნობილი. ამ 4 შემთხვევიდან, რომლის წყაროც უცნობია, სამი გახლავთ თბილისში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც აძლევს ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას, რომ ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ ყოველდღიურად, გავაგრძელოთ ჩვენი ყოველდღიური, ჩვეული ეკონომიკური საქმიანობა, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს და არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია და ეს ძალიან კარგი მაგალითია იმის, რაც შეიძლება მოხდეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 4 შემთხვევა, რომლის წყაროც უცნობია არის დიდი რისკის შემცველი. ეს ფაქტობრივად არის 4 ახალი კლასტერი, რომლებზეც ჩვენ არანაირი წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის და სად მოხდა ინფიცირება, რაც, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. გარდა ამისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ცვენ არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები და უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები და გონიერები, რომ ის მიღწევა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია არ დავკარგოთ. ამის ბევრი მაგალითია დღეს მსოფლიოშიუ, თუ როგორ ხდება მეორედ ეპიდაფეთქება სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომ, მინდა თითოეულ უწყებას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისა და სიფრთხილისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)