02:26 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 11:41:25, 1610 ნახვა

კომენტარი
ვლადიმერ ზელენსკი - მსურდა კორონავირუსით დავინფიცირებულიყავი, რათა ხალხს მდგომარეობა შემსუბუქებოდა

უკრაინის პრეიდენტის, ვლადიმერ ზელენკსის თქმით, მას სურდა რომ კოვიდ19-ით დაინფიცირებულიყო, რათა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა რომ ეს არ არის ჭირი.

ზელენსკის თქმით, მას არ ეშინია დაავადების.

„ჩემს თავზე მინდოდა გამომეცადა ეს ეტაპი, რათა ხალხის მდგომარეობა შემსუბუქებულიყო. როდესაც ჩვენ გვქონდა დეპრესიის პერიოდი, მე ჩემს გუნდს შევთავაზე, მოდი, მე გავხდები ავად და ჩემი იზოლაცია მოხდება. ამას ნორმალურად გადავიტან. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ხალხი მიხვდეს, ყველა შეიძლება გახდეს ავად“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ეს „ზედმეტი“ იყო.

„ოჯახი არ მაპატიებდა. იტყოდნენ, რომ მე სულელი ვარ“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics