|
2020-06-09 11:27:06, 17305 ნახვა
ომი უკრაინაში
სოლოღაშვილი - ჩვენი მედპერსონალი არაადეკვატური ქცევის მქონე პაციენტებისგან დაინფიცირდა, სამართალდამცავი ორგანოები კი არ გვეკარებოდნენ
ჩვენი მედპერსონალი არაადეკვატური ქცევის მქონე პაციენტებისგან დაინფიცირდა, სამართალდამცავი ორგანოები კი არ გვეკარებოდნენ, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ინფიცირებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა აქვთ გამოხატული სიმპტომები. „8 ივნისამდე კლინიკა ჩართულია კოვიდთან ბრძოლაში და კლინიკა არის კოვიდკლინიკა, მაგრამ ეს არის ერთადერთი კლინიკა, რომელსაც არ ჰყოლია არცერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, არც გამჟღავნებულად, არც დაფარულად იმიტომ, რომ უმაღლეს დონეზე ხდებოდა ეპიდემიოლოგიური რისკების დაცვა, მაგრამ საწმუხაროდ, კოვიდთან ბრძოლა ეს არ არის მხოლოდ „დარჩი სახლში“, „მივცეთ თუ არა პლაქვენილი“, ეს არის სხვა ცხოვრების სტილი თვითონ მედპერსონალისთვის, ეს არის ცხოვრება, როდესაც შენ არც სამართალდამცავი გიდგას გვერდით, არც დაცვა, ექიმიც ხარ, ფსიქოლოგიც ხარ, დედაც ხარ და ხანდახან პატრულიც ხარ. ჩვენ მოგვიწია, სამწუხაროდ, არაადეკვატურ ერთ-ორ პაციენტთან ურთიერთობა, რომელსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდა, ფსიქიკური პრობლემების გამო, ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება, არ გვეკარებოდა არავინ გარკვეული რისკები გამო, არც ერთი სამართალდამცავი ორგანო, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, მაგრამ მათიც გვესმის და ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ისე, რომ სამი პერსონალი, ეს არის ექთანი და სანიტარი ერთი და იგივე ცვლის, დაინფიცირდა. თუმცა კლინიკაში დაცულია ზომები, ეს პერსონალი არის იზოლირებულად, ზოგადად ნაკადები პერსონალთა ცვლების ხდებოდა ძალიან მაღალ დონეზე და დღემდე იმიტომ გვქონდა ასეთი შედეგი, რომ არც ერთი დაინფიცირებული არ გვყოლია და იზოლირებულად მოხდა ამ ცვლაში დაინფიცირება, სადაც ნაკლებად ველოდებით კონტაქტებში გავრცელების რისკებს. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ გამოხატული სიმპტომები, ტემპერატურაა მაღალი, სწორედ ამიტომ პირველივე სიმპტომების შემთხვევაში მოხდა პაციენტების სკრინინგი, სკრინინგის დონეზე გამოვლინდა ეს ინფიცირება და დროულად მოხდა ზომების მიღება. მუშაობის პერიოდში კლინიკა დატოვეს, მაგრამ ჩვენი ბოქსირებული სექტორის ყველა პერსონალი მაქსიმალურად არის განსწავლული და უზრუნველყოფილი იმით, რომ მათ თვითონ მოიწყონ იზოლაცია ოჯახებში. ისინი თვითიზოლაციაში არიან, როდესაც მიდიან კლინიკიდან“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)