|
2020-06-02 18:35:39, 2794 ნახვა
ეკონომიკა
თამარ არჩუაძე: იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ მივიღოთ როგორც საერთაშორისო მოგზაურები, ასევე საქართველოს მოქალაქეები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული სამგზავრო რეისებისთვის ემზადება. ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან თამარ არჩუაძესთან და სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელთან, ლევან კარანაძესთან ერთად გაეცნო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, მიმდინარეობს საქართველოს ხუთივე აეროპორტის მომზადება საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, რათა ქვეყანამ პირველი მგზავრების მიღება შეძლოს. ,,მგზავრების მომსახურების გაიდლაინი ეფუძნება საერთაშორისო მოთხოვნებს და რა თქმა უნდა, ჩვენც მას მივყვებით. მგზავრებს მოუწევთ აეროპორტში პირბადეებით გამოცხადება. ისინი გაივლიან თერმოსკრინინგს და იმ შემთხვევაში თუ, მგზავრს არ დაუფიქსირდება კოვიდის დამახასიათებელი სიმპტომები, დაშვებული იქნება რეგისტრაციაზე. როგორც რეგისტრაციის, ასევე შემდგომი პროცედურების დროსაც მგზავრებს მოუწევთ დაიცვან 1, 5 მეტრის დისტანცია. შემდეგ ისინი ჩასხდებიან საჰაერო ხომალდში. სადაც ასევე იქნება აუცილებელი მოთხოვნა, რომ მათ ატარონ პირბადე. ჩაფრენის აეროპორტშიც მგზავრს მოუწევს თერმოსკრინინგთან და სოციალურ დისტაცირებასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა. იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები და ასევე, ადგილობრივი მგზავრებიც,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის გაიდლაინებით გათვალისწინებული, ყველა საჭირო ყველა მოთხოვნა გაითვალისწინა. შემოსასვლელებში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები, სპეციალური ვიდეოსკანერები , რომლითაც მოხდება მგზავრებისთვის სიცხის გაზომვა. ასევე,ს მოფრენისა და გაფრენის ტერმინალების უსაფრთხო დისტანციის მანიშნებელი სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, სარეგისტრაციო დახლებზე მოეწყო დამცავი ფარები, რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აერპორტის თანამშორმლებს შორის. საქართველო საერთაშორისო ვიზიტორების მასპინძლობას 1-ლი ივლისიდან გეგმავს.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)