22:34 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-23 13:21:16, 1816 ნახვა

ეკონომიკა
აჭარაში ტურისტული პოტენციალის კვლევა მიმდინარეობს

აჭარის მუნიციპალიტეტებში ტურისტული პოტენციალის კვლევა მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხელვაჩაურსა და ქედაში ტურისტული ღირსშესანიშნაოებების, ჩანჩქერების, მთებისა და ტურისტული ობიექტების კვლევას ანხორციელებს, რომელზე დაყრდნობითაც ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირების პროექტები მომზადდება.

პროექტი გონიო-კვარიათი-სარფის მიმართულებით ლაზური თემატიკის ტურისტული პროდუქტის შექმნას, ხულოს მუნიციპალიტეტში გოდერძის უღელტეხილისა და ბეშუმის მიმდებარე ტერიტორიებთან არსებული ნამარხი ტყეებისა და იქ არსებული სამკურნალო ტალახების ლაბორატორიულ შესწავლასაც ითვალისწინებს.

ხელვაჩაურში, სოფელ კაპნისთავის ტურისტული პოტენციალის კვლევის პროცესს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძეც დაესწრო. მან ადგილობრივებთან და მოლაშქრეთა ფედერაციის წევრებთან ერთად სოფლის ტურისტული პოტენციალი დაათვალიერა, მათ შორის სოფელში არსებული ჩანჩქერები, ადგილობრივების მიერ შექმნილი ღია მუზეუმი და საოჯახო მარნები.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოვახდინოთ ახალი ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირება აჭარაში, რათა საშუალება გვქონდეს შევქმნათ, როგორც 2-3 დღიანი, ისე 2-3 საათიანი  ტურისტული მარშრუტები. ეს მოგვცემს საშუალებას ყველა კატეგორიის ტურისტს შევთავაზოთ მათთვის სასურველი ხანგძლივობისა და სირთულის ტურისტული მარშრუტი მთიანაჭარაში მოგზაურობის დაგეგმვისას. ამ ეტაპზე, რეგიონში 15-მდე მარშრუტია მარკირებული ღვინის ტურიზმის, კულტურული ტურიზმის, ეკოტურიზმის, სამთო ტურიზმისა თუ სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის, რაც მთიანი აჭარის ულამაზესი ბუნებისა და ტრადიციების გაცნობის კარგ საშუალებას იძლევა“, -  განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics