|
2015-08-22 16:16:50, 1113 ნახვა
სამხედრო
კახეთში მზვერავების მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეიდან ოთხ ათეულზე მეტი მზვერავი შეემატა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18-კვირიანი სასწავლო კურსი წარმატებით 43-მა სამხედრომ დაამთავრა. მზვერავების მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი კახეთში, სოფელ მანავის რეინჯერთა სკოლაში გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიმართა. პოლკოვნიკის განცხადებით, მზვერავების მომზადების კურსი საკმაოდ რთული კურსია და მისი წარმატებით დასრულება სამხედროებისთვის საამაყოა. „მზვერავის პროფესია არის ძალიან რთული და ამავე დროს, ძალიან საამაყო. ეს კურსდამთავრებულები ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჯარისკაცები კურსის დასრულების შემდეგ თავიანთ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და ასევე წარმატებით გააგრძელებენ მოღვაწეობას“, - განაცხადა რომან ჯოხაძემ. მზვერავების მომზადების კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. კურსანტებმა ტოპოგრაფიული, საინჟინრო, სამთო, კავშირგაბმულობა, აერომობილური, საცეცხლე და ტაქტიკური მომზადება გაიარეს. რეინჯერთა სკოლაში გამართული ცერემონიალი წარმატებული კურსდამთვარებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)