08:36 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-22 10:22:28, 632 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგებლის მოადგილემ და სოციალურ საკითხთა კომისიამ ბენეფიციარები მოინახულეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ და სოციალურ საკითხთა კომისიამ ბენეფიციარები სახლებში მოინახულეს და მათ საოჯახო პირობები ადგილზე შეისწავლეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ბენეფიციარებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას განაცხადით სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად მიმართეს.

მათივე ინფორმაციით, განმცხადებლები მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გამო თავშესაფრის ქირას, სამშენებლო მასალას – ხის მერქანს და ხანძრის შედეგად დაზარალებული შონიების ოჯახი თავშესაფარს ითხოვდა.

სოციალურ საკითხთა კომისიის გადაწყვეტილებით, შონიები ერთდროულ კომპენსაციას 1000 ლარს, სამშენებლო მასალაზე შუამდგომლობას და ბინის ქირას მიიღებენ. პრობლემების ადგილზე შესწავლის შემდეგ სოციალურ საკითხთა კომისია განმცხადებლების პრობლემებს კომისიის სხდომაზე განიხილავს.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics