08:36 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-21 16:48:16, 685 ნახვა

საზოგადოება
მერიამ ქუჩების დასახელებებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით ქუჩების დასახელებებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსებასთან დაკავშირებით დღეს ტენდერი გამოაცხადა. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ქუჩების დასახელებებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი დაზიანებული აბრების აღდგენა, ძველი აბრების  დემონტაჟი  და ახლით ჩანაცვლება. 

ტენდერის მოცულობა 120 000 ლარია. სამუშაოების დასრულების ვადა 15 დეკემბრამდე განისაზღვრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics