16:25 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 17:17:05, 1315 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი: მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო - უკრაინული პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას

„მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო - უკრაინული პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ რაღაც არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნით, გარკვეული ხინჯი შეიტანეს ორმხრივ ურთიერთობაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ის მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო, ეტყობა უკრაინული პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას, მაინც, თუნდაც ამ რაღაც არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნით, გარკვეული ხინჯი შეიტანა რასაკვირველია ორმხრივ ურთიერთობაში, ელჩიც ჩამოვა, ეს გამოწვევა გარდა იმისა, რომ არის გარკვეული პოლიტიკური დემარში დიპლომატიურ სისტემაში, ამასთანავე დეტალურად განხილვის საშუალებას იძლევა რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რატომ იყო აუცილებელი ყოფილი პრეზიდენტისათვის ასეთი დამამცირებელი პოზიციის შექმნა, მიუხედავად იმისა თანაც, რომ იგი არის კონკრეტულ დანაშაულებებში სასამართლოს მიერ ბრალდებული", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიძახა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics