|
2020-05-04 11:53:36, 14829 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე ჩატარებული 31 ტესტიდან 29-ის პასუხი უარყოფითია, ხოლო ორის კვლევა გრძელდება
თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული 31 კვლევიდან 29 უარყოფითი პასუხი მიიღეს, ხოლო ორის კვლევა ისევ გრძელდება. მისი თქმით, ჰოსპიტალში ერთი მძიმე პაციენტია, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „ამჟამად კლინიკაში იმყოფება 45 პაციენტი. 31 კვლევა იქნა გაგზავნილი გუშინ, 2-ის გრძელდება და 29 უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა. კლინიკაში ამჟამად ერთი მძიმე პაციენტია, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხანდაზმული ასაკის ადამიანია, შაქრიანი დიაბეტით. დღეს გაიგზავნება კვლევაზე ქალბატონის ტესტი“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდეს. „ცხელებიდან და სუნთქვის უკმარისობიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის“, - განაცხადა ბექაიამ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)