|
2020-05-02 10:59:01, 3525 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - კლინიკა „მედფალფაში“ 24 პაციენტი მკურნალობს, ხოლო რეგიონში გამოჯანმრთელებულია 31 პირი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმის კლინიკა „მედფალფაში“ კორონავირუსზე 24 პაციენტი მკურნალობს, ხოლო რეგიონში გამოჯანმრთელებულია 31 პირი. მისი თქმით, ჩატარებული 4300-ზე მეტი კვლევიდან, დაახლოებით 1000 სამედიცინო პერსონალია გამოკვლეული. „რეგიონში რეგისტრირდება 31 გამოჯანმრთელებული პირი. ამ ეტაპზე კლინიკა „მედალფაში“ 24 პაციენტი მკურნალობს და ყოველდღე ველოდებით საკონტროლო კვლევის შედეგებს, განმეორებითი კვლევის შედეგებს. შესაბამისად, განკურნებულ პირთა რაოდენობა მოიმატებს ყოველდღიურად. ჯერჯერობით სიტუაცია სტაბილურია და ვიმედოვნებთ, ახალი შემთხვევები გვექნება მინიმალური. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კარგი სიტუაცია, რადგან ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შემდგომი განვითარების პროგნოზი დამოკიდებულია თითოეულ ჩვენთაგანზე. რაც შეეხება სულ ჩატარებულ კვლევის შედეგებს, სულ ჩატარებულია 4300-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა და მათ შორის დაახლოებით, 1000 არის სამედიცინო პერსონალი. ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 36 შემთხვევა რჩება აღრიცხული, მაგრამ მათ შორის 9 პირი არის უკვე განკურნებული. ქობულეთის კლასტერიდან სამი სოფელი, რომელიც ჩაკეტილია, იზოლაციაში მყოფ პირებს მოეხსნათ იზოლაცია, მაგრამ სოფლები რჩება ისევ მაღალი რისკის ზონად“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)