12:07 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 20:02:30, 1702 ნახვა

რეგიონი
აჭარის ბიუჯეტიდან 7,3 მლნ ლარი საკარანტინე სივრცეების მოწყობას და ტურიზმის სექტორის ხელშეწყობას მოხმარდება

აჭარის მთავრობამ რესპუბლიკურ ბიუჯეტში არსებული რესურსების მოძიება და მათი ეფექტურად ათვისების ინიციატივა განახორციელა, რომელიც არსებული გლობალური გამოწვევით არის განპირობებული.

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 7,3 მილიონი ლარი მოქალაქეების საკარანტინო ზონებში განთავსებას და მათთვის სათანადო პირობების შექმნას მოხმარდება.

აჭარის მთავრობის დავალებით საკარანტინე სივრცეების მართვას აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი 6 აპრილიდან ახორციელებს. საკარანტინე ზონებისთვის ამ ეტაპზე  5 281 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო ბიუჯეტის ცვლილებისას საკარანტინე ზონებისთვის ჯამში  7 300 000 ლარია გათვალისწინებული. ამ ეტაპზე აჭარაში 28 საკარანტინე ზონაა.

სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით და სასტუმროების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, სახელმწიფოს სასტუმროები საკარანტინე ზონების მოსაწყობად  თვითღირებულების ფასში გადაეცა. საკარანტინე ზონებში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და უზრუნველყოფილია უსაფრთხო გარემო.

ვირუსთან ბრძოლის პარალელურად, მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების და ინდუსტრიის მდგრადობის შენართუნება. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება სუბსიდირების და პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics